ჩუგოშვილი „ციანიდის საქმეზე”: მოლოდინი გვაქვს, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად მიეწოდოს ინფორმაცია

“გამოძიების მიმდინარეობაზე ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. ჩუგოშვილის თქმით, ეს არის ერთადერთი, რითაც არიან დაკავებული სხვადასხვა უწყებები.
,,ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. ეს არის ერთადერთი, რითაც არიან დაკავებული სხვადასხვა უწყებები, რადგან ეს არის სახელმწიფოს როლი, გამოიძიოს პოტენციური დანაშაული ან დანაშაულები, რომელიც მზადდებოდა. გასაგები და ლოგიკურია, თუ რატომ უნდა დადიოდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები საპატრიარქოში. ეს არის გამოწვეული იმით, რომ ეს საქმე არის ძალიან სენსიტიური და ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა საპატრიარქოში. ეს არის გარკვეული ყურადღებისა და პატივისცემის გამოხატვა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები