დაკავებული დეკანოზი ზიარებას ითხოვს – მამა გიორგი მამალაძე დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს

 საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.
გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, მამა გიორგისთვის ოჯახის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სანამ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დეკანოზი თავს შედარებით კარგად გრძნობს. მამა გიორგი თევდორაშვილის ამბობს, რომ დაკავებულის სურვილია,  ზიარება მიიღოს.
„მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს შედარებით კარგად გრძნობს, ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას. ვთხოვ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ მამა გიორგი ლოცვებში მოიხსენიონ, მას ჩვენი თანადგომა და გამხნევება სჭირდება. ის ასევე ითხოვს მასთან სასულიერო პირების შესვლას. ვისაც ექნება მცდელობა მისი მონახულებისა, იმედია, ხელი არ შეეძლება.
ჩვენ ვისაუბრეთ როგორც სულიერმა ძმებმა და მან აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა ამ საქმეში“, -განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები