დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ. სასულიერო პირი პროკურატურის კითხვებს ერთ საათში უპასუხებს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ არ შედგა. ფაქტის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდებოდა.
ადვოკატები მიზეზად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებდნენ, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა საქმის პროკურორი, რომელმაც ბრალდებული პროცესის განზრახ ჩაშლაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები