სოსო ოხანაშვილი: შეიძლება მე მამალაძეს ვყავდე ჩაწერილი, ვიღაც-ვიღაცებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი

პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს შესაძლოა ჩაწერილი ყავდეს. როგორც ოხანაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”  განაცხადა,  ირაკლი მამალაძეს ის მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე შეხვდა.
„ირაკლი მამალაძეს არ ვიცნობ. ამ პიროვნებას ერთხელ შევხვდი. მამა გიორგიმ დამირეკა, ვისადილოთო და შევხვდით ერთ-ერთ რესტორანში, მცირე დროით. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პიროვნებამ მეც ჩამწერა. ეს შეხვედრა ალბათ გერმანიაში წასვლამდე ერთი თვით ადრე მოხდა. რაზეც შეიძლება მე მამალაძეს ვყავდე ჩაწერილი არის ის, რომ შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდე. ის (ირაკლი მამალაძე) ცდილობდა და აქტურობდა, რომ გვესაუბრა რაღაც საკითხებზე. ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა და შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭე. უბრალოდ ვიკითხე თუ ვინ იყო ეს პიროვნება, რაზეც მამა გიორგიმ მითხრა, რომ ის მისი ნათესავია”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები