„აუდიო და ვიდეო მასალების მიხედვით არ ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა“

საპატრიარქოს პროტოპრესვიტერის მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით, აუდიო და ვიდეო მასალების მიხედვით არ ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
როგორც ზვიადაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მას ვიდეო და აუდიო მასალის სრული ვერსია ნანახი არ აქვს.
„რაც მე კადრებში ვნახე, იქ მსგავსი რამ არ ჩანს, რომ ქალბატიონმა შორენამ სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს, რომ მას სჭირდებოდა ციანიდი“, – აღნიშნა პროტოპრესვიტერმა.
„რუსთავი 2“-ის წყაროს ინფორმაციით, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ციანიდი პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის თხოვნით შეიძინა. ამავე წყაროს ცნობით, თეთრუაშვილმა მამალაძეს განუმარტა, რომ ნივთიერება ნაცნობი ხატმწერისთვის სურდა, თუმცა მამალაძემ მისი შოვნა ვერ შეძლო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები