სოსო ოხანაშვილი ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დეკანოზმა საპატრიარქოში სამედიცინო ოთახის მოწყობა შესთავაზა

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დეკანოზმა, მამა გიორგი მამალაძემ მას საპატრიარქოში სამედიცინო ოთახის მოწყობა შესთავაზა, რადგან ილია მეორეს საავადმყოფოში წასვლა არ სურდა.
სოსო ოხანაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ საპატრიარქოში პატრიარქის იზოლირება არ იგეგმებოდა.
“მისი უწმინდესობა როდესაც შეუძლოდ გახდა 24 დეკემბერს, ის კლინიკაში გამოკვლევებზე გადაყვანას არ თანხმდებოდა. მიზეზად ასახელებდა იმას, რომ კარგად იყო. აქედან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძე მოვიდა ჩემთან და მითხრა – ხომ არ ჯობია, საპატრიარქოში, ერთ-ერთ კელიაში გავაკეთოთ ოთახი, მე ავღჭურვავ უახლესი სამედიცინო ტექნიკით და როდესაც პატრიარქს დასჭირდება, პატრიარქს ექიმების მეთვალყურეობით შევიყვანთ იქ. აქ საუბარი იყო ადგილობრივ სტაციონარზე, ოღონდ აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით. მე ასეთი რაღაც წავიკითხე, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით პატრიარქის იზოლირებას. რეალურად საუბარი იყო სამედიცინო ოთახზე”,- განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები