ნანა ჯორჯაძის ფილმი ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორია

ცნობილი ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმი “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმი, რომელიც ღვინის ქართული ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს, 5 ნომინაციაში დააჯილდოვეს.

საუკეთესო რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე;
საუკეთესო სცენარის ავტორი – თამარ ბართაია;
საუკეთესო პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი;
საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე;
როლის საუკეთესო შემსრულებელი – რევაზ ხეცურიანი.
“ღვინის ნულოვანი მერიდიანი” სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის პრემიერა საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები