ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტზე, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები – „რეკვიემი“ შესრულდა. საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„დღევანდელი საღამო ნამდვილი ხელოვნების ზეიმი იყო. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა სიღრმე აქვს ქართულ მუსიკას. დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოხატული ემოცია ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. დარწმუნებული ვარ, ბერძენი საზოგადოების წარმომადგენლებისა და ქართული დიასპორისთვის ეს საღამო დაუვიწყარი იქნება. მადლობას ვუხდი ბატონ ვახტანგ კახიძეს და თითოეულ ხელოვანს იმისათვის, რომ ჩვენი პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით საქართველო ღირსეულად წარადგინეს საერთაშორისო სცენაზე”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები