დეკანოზის ადვოკატი სასულიერო პირებს მიმართავს – „კეთილი ინებეთ ყველამ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასულიერო პირებს მიმართავს და მოუწოდებს მამა გიორგის სიცოცხლეზე იფიქრონ.
როგორც რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მამა გიორგის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო, ვერ მოხერხდა.
„მზად ვიყავით, რომ დაწყებულიყო გამოძიება, მაგრამ მოულოდნელად ცუდად გახდა. დაეწყო კანკალი, სიცხე ჰქონდა 35,4 და წნევა 98/60-ზე. ექიმმა, ოთარ ტრაპაიძემ პირად საუბრებში მითხრა, რომ ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნებოდა, დაისვენოს და მერე მისცეს ჩვენება. ამ დროისთვის, მის მდგომარეობაზე თვითონ ექიმი ვერ მცემს პასუხს, რატომ დაეწყო გულისრევა, რატომ აქვს ასეთი სიცხე. გონებაზეა, მაგრამ შეუძლოდაა. პროკურატურამ კი შეადგინა ოქმი, რომ თითქოს უარს ამბობს. უარი არ განუცხადებია დაკითხვაზე”.
“მე არ მესმის, ადამიანი მაინცდამაინც მკვდარი უნდა იყოს, რომ არ დაიკითხოს?!
მინდა პირდაპირ მივმართო სასულიერო პირებს, სანამ კიდევ რწმენა მაქვს, მე პირადად, კეთილი ინებეთ ყველამ და თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეზე იფიქრეთ. არსად არ მიდის მამა გიორგი, მამა გიორგი თავის სიმართლეს ბოლომდე დაამტკიცებს. სასულიერო მამებს გთხოვთ, იფიქრეთ მამა გიორგიზე, რწმენა არ დამაკარგვინოთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები