პრეზიდენტი პროკურატურისა და დაცვის მხარის გარდა, ყველას მოუწოდებს, ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეებისა, მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც, თავი შეიკავონ განცხადებების გაკეთებისგან.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი თვლის, რომ გამოძიებას და დაცვას უნდა მიეცეს საშუალება, ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა.
“ძალიან სენსიტიურია ეს თემა. პრეზიდენტის სახელით მინდა განვაცხადო – ამ საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გარდა ოფიციალურად ჩართული მხარეეებისა, რაშიც იგულისხმება პროკურატურა და დაცვის მხარე, პრეზიდენტი მოუწოდებს, ცოტა ხნით მაინც, შეიკავონ თავი განცხადებებისგან, იმისთვის, რომ გამოძიებას და დაცვას მიეცეს საშუალება, ეფექტურად განახორციელონ საქმიანობა”, – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები