მეუფე პეტრე: ჩემ მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ პროკურატურას შეკითხვები გაუჩნდა

„ჩემ მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მათ გაუჩნდათ შეკითხვები და მთხოვეს შეხვედრა”, – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი – მეუფე პეტრე, რომელიც მთავარ პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული.
„ჩემს მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მათ გაუჩნდათ შეკითხვები და მთხოვეს შეხვედრა. არა მგონია, ეს დაკითხვა იყოს. ჩემი აზრით, გასაუბრების ფორმატია. მე ჩავთვალე ღვთისა და სინდისის წინაშე, რომელიც ასევე, პატარა ღმერთია, ხმა ამემაღლებინა უსამართლობის წინააღმდეგ და მზად ვარ, ნებისმიერ წინააღმდეგობას შევხვდე ჩემი პიზიციიდან გამომდინარე,“, – აცხადებს მეუფე პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები