დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვის დაწყებამდე, შეუძლოდ გახდა.  როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულს დაბალი სიცხე, თავბრუსხვევა, პირღებინება და კანკალი აღენიშნება. სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს ადვოკატებმა და ბრალდების მხარემ.
„მამა გიორგის აქვს ციება, დაბალი სიცხე, დაბალი არტერიული წნევა, აქვს ციება და ღებინება, ადამიანი არის ცუდად. ამ დროს ექიმი ოთარ ტრაპაიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოითხოვს გადაიდოს დაკითხვა, აბსურდია თავიდან ბოლომდე.
დაცვის მხარესთან სხვა ინფორმაცია მოიტანა, პროკურორებთან კი სხვა რამ განაცხადა. დაცვის მხარესთან თქვა, რომ არ შეეძლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა ბრალდების მხარესთან თქვა, რომ შეუძლია გადაადგილება. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს რამ გამოიწვია მისი ცუდად ყოფნა, ექიმი კი ამბობს, რომ არ იცის ამის მიზეზი“, – აცხადებენ ადვოკატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები