პროკურორის მოადგილე ოპოზიციას: არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე პროკურატურას პირში წყალი არ ჩაუგუბებია

“მე არ ვარ მიჩვეული ორ და სამ ხმაში ყვირილს და თუ გინდათ შოუ მოაწყოთ, ეს თქვენი ნებაა”, – ამ სიტყვებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს მიმართა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე პროკურატურის ანგარიშს ისმენდნენ, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების თემაზე კითხვის დასმა სცადა. კომიტეტის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ ოპონენტებს მიმართეს, რომ გივი თარგამაძის საქმე არ არის ომბუდსმენის რეკომენდაციების ნაწილი.
„მე არ ვარ მიჩვეული ორ და სამ ხმაში ყვირილს და თუ გინდათ შოუ მოაწყოთ, ეს თქვენი ნებაა, რომელშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ. სახალხო დამცველის 900-გვერდიანი ანგარიშია მომზადებული, გაეცანით და ვილაპარაკოთ ამაზე. საზოგადოების ინტერესებს რომ ვცემთ პატივს, ამიტომაცაა, რომ ყოველ თვეში მინიმუმ ერთი პრესკონფერენცია ეწყობა, 200- მდე პრესრელიზი გვაქვს გავრცელებული და არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე პროკურატურას წყალი პირში არ ჩაუგუბებია და ყველაფერზე პასუხი გაუცია“, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი გოგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები