ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საპატრიარქოში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. არ ჩატარებულა ჩხრეკა,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ჩხრეკასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემაც.
“ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეებში ვრცელდება“, – აღნიშნა გოგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება, რაც გამოძიების დროს შეიძლება არსებობდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები