საპატრიარქოს იურისტი: პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე რომ დაკარგულიყო, ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი

“პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე დაკარგული რომ ყოფილიყო, მე, როგორც იურისტი, ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
ქარჩავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე დაიკარგა, აბსურდულს უწოდებს.
”იქიდან გამომდინარე, რომ თუ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე იქნებოდა დაკარგული, მე, როგორც იურისტი, ვაცხადებ, რომ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდი. ეკლესია არ გაჩერებულა და მთელ რიგ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც დაკავშირებულია იურიდიულად დოკუმენტების შედგენასთან, ჩვენ ვახორცილებთ”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს, ადვოკატის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა ის „აბსურდულად“ მიაჩნია.
”თუ აქ საუბარია დაცვის თანამშრომლებზე, მათ აქვთ კანონით დადგენილი წესით განპირობებული იარაღები, რომელთაც არ სჭირდება ჩხრეკის ჩატარება”, – განაცხადა ქარჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები