გიორგი ანდრიაძე : დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც – ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს იქ

“დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც – ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს იქ”, – ამის შესახებ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი ანდრიაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოს აბსოლუტურ უმრავლესობაში, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში ყველაფერი კარგად არის ბუღალტრულად გაფორმებული.
“მობრძანდით, ოღონდ მეც უნდა ჩამსვათ აუდიტებმა, დავიწყოთ თუნდაც ანბანის მიხედვით და შევამოწმოთ, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაც – ძალიან დიდი ფუფუნება სუფევს იქ. წამობრძანდით თქვენც – “რუსთავი 2”, – მიმართა ანდრიაძემ „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები