გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველს: რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაშიც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებებს აკრიტიკებს. გიორგი ანდრიაძე ჟურნალისტებთან 2 თვის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს და სახალხო დამცველს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
„დაახლოებით 2 თვის წინ, სახალხო დამცველს მივმართე და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 2 ლაზი დააკავეს. სამწუხაროდ, შეცდომა დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ და ერთ-ერთი თურქეთის მხარეს გადასცა. მომხდარზე რეაგირება სახალხო დამცველს ეკუთვნის, რაზეც საჭიროა, იმაზე არ რეაგირებს და რაზეც არ არის საჭიროება, იმაში ეჩრება“, – განაცხადა ანდრიაძემ და დასძინა, რომ ლაზები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი დაინტერესდა, რა ინფორმაციას აწვდიან კათოლიკოს-პატრიარქს.და განაცხადა, რომ ეს გამოსაძიებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები