კახა კალაძის ინფორმაციით, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეს, როგორც კალაძემ აღნიშნა, აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
“მთავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე მიმართულებით და დაველოდოთ. რაც შეეხება ჩხრეკას, არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ თემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატრიარქი ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს – მთავარია მისი ჯანმრთელობა”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები