“დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედილისთვის სთხოვა”

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედილისთვის სთხოვა, – აღნიშნული განცხადება მეუფე პეტრემ ”იმედის დროში” გააკეთა.
”მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა. როდესაც ის ეძებს ციანიდს, აქ უკვე იწყება მსტოვრის ჩართულობა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრემ დაადასტურა, რომ მსტოვარში გულისხმობს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს. ”შემდეგ იწყება მსტოვრის ჩართულობა და მომზადება იმისთვის, რომ ეს ციანდი არა საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებისთვის, ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ თითქოს საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ინტრიგა და სცენარი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები