სოსო ოხანაშვილი: ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზკვრობა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან მის დაკავშირებას ცდილობენ.
ოხანაშვილის ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს ”პოსტსკრიპტუმი” ანონსის სახით ავრცელებს.
„ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზკვრობა. პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები“, – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.
მისივე თქმით, პატრიარქს გერმანიაში უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა და ისიც უთხრეს, რომ მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა.
”პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები