სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დეკანოზი გიორგი მამალაძე საპყრობილეში ინახულა

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საბა რაჭველმა ე.წ. მატროსოვის საპყრობილეში ბრალდებულის ნახვის შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
”ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც თავად აცხადებს, მისი უსაფრთხოება დაცულია და მას, ამ ეტაპზე, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ჩვენების მიცემაზე თანახმაა”, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები