“ბოლომდე დავიცავთ არამარტო სასამართლოს ინტერესებს, არამედ იმ სოლიდარობას და მონაპოვარს რომელიც იყო 13 ივნისის სტიქიის შედეგად”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა პრობლემები მოგვარებულია და დედაქალაქის მოსახლეობაც კმაყოფილია.
მან საკრებულოს ოპოზიცია შოუს დადგმაში დაადანაშაულა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომები გაახსენა.
„მინდა გაგახსენოთ 2012 წელს მომხდარი სტიქია, როცა ხალხი იღუპებოდა, თქვენი ლიდერი, პრეზიდენტი მიშა შოპინგობდა მილანის მაღაზიებში. ჩვენ გულთან ახლოს მივიტანეთ და დავაკმაყოფილეთ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები. შემუშავდა უპრეცედენტო წესი და დღეს დედაქალაქის მოსახლეობა კმაყოფილია.
ჩნდება კითხვა, თუ თქვენ ფიქრობდით, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება სად იყავით 23 დეკემბერს მიღებული გაკარგულების შემდეგ, მაგრამ, რადგან ნიკა გვარამიამ დადგა შოუ, თქვენც ამის მონაწილენი გახდით და აწყობთ შოუებს, რაც არ გაგივათ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა, საკრებულოში, ზვიად ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მსჯელობისას.
ჯიშკარიანის განცხადებით, პოლიტიკური უმრავლესობა ბოლომდე დაიცავს არამარტო სასამართლოს ინტერესებს, არამედ იმ სოლიდარობას და მონაპოვარს რომელიც იყო 13 ივნისის სტიქიის შედეგად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები