პროკურატურის გამომძიებლებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაკითხეს

ე.წ. მატროსოვის ციხეში პროკურატურის გამომძიებლების დეკანოზი გიორგი მამალაძესთან შეხვედრა დასრულდა.
პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღეს, როგორიცაა ხმის ნიმუში, ხელნაწერი და დნმ.
მისივე თქმით, ნიმუშები ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული მტკიცებულებების შესადარებლად სჭირდებათ, თუმცა დღეს მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა არ მომხდარა.
პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ საკმარისი დრო არ დარჩა, რომ დაკითხვა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები