საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე გახდა

საქართველოს საპატრიარქოს ახალი პრესმდივანი ჰყავს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დღეიდან აღნიშნულ საქმიანობას დეკანოზი დავით შარაშენიძე შეასრულებს.
„ა.წ. 24 თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს პრესმდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი იყო. მან აღნიშნული თანამდებობა გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები