ნოდარ მესხი: ვითხოვთ, წინა ხელისუფლების დროს დაკავებულ მეწარმეს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს

მეწარმე ბიჭიკო ქართლოსაშვილი, რომელმაც 2015 წელს პარტია და ბიზნესი ჩამოაყალიბა სასჯელს 3 წლის მანძილზე იხდიდა. როგორც, ბიჭიკო ქართლოსაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინა ხელისუფლებამ დააკავა და მისჯილი 6-წლიანი სასჯელიდან 3 საპყრობილეში გაატარა. მეწარმე დღეს ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნებას ითხოვს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა 2005 წელს ჩამოაყალიბა პარტია, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ევროსტანდარტებთან მიახლოებას. სოციუმის განვითარების კუთხით, შემუშავებული ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური მიმართულება, რაც მიუღებელი აღმოჩნდა იმდროინდელი მაღალჩინოსნებისთვის, მას მიუგზავნეს ადამიანი, რომელიც პარტნიორის სახით მივიდა მეწარმესთან და გაყალბებული ანგარიშფაქტურების წყალობით, მოხდა მისი დაკავება. მას მიუსაჯეს 6 წელი, საიდანაც 3 საპყრობილეში, არაადამიანურ პირობებში გაატარა“, – განაცხადა ბიჭიკო ქართლოსაშვილის ადვოკატმა, ნოდარ მესხმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ყოფილი პატიმარი იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელიც იმ პერიოდში, მისი დაკავების დროს განხორციელდა. ბიჭიკო ქართლოსაშვილი აცხადებს, რომ დაკავების პარალელურად, იგი ბიზნესს ჩამოაშორეს.
„დღეს უკვე ყველაფერი შეჩერებულია, იმ დროს პარტნიორად ავიყვანე ამირან გომართელი, რომელიც იყო მოგზავნილი, ის დღემდე განაგრძობს ჩივილს და სასამართლო გადაწყვეტილებების უმრავლესობაც მის სასარგებლოდ სრულდება. დასაქმებული მყავდა ათობით ადამიანი, რომლებმაც დატოვეს სამსახურები“, -განაცხადა ბიჭიკო ქართლოსაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დაზარალებული მეწარმე პოლიტპატიმრის სტატუსს და საკუთარი ბიზნესის დაბრუნებას ითხოვს, საქმე ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოშია. ადვოკატის ინფორმაციით, პარტნიორმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა ბიჭიკო ქართლოსაშვილის დირექტორობიდან მოხსნის საკითხიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები