მამა მიქაელ ბოტკოველი: მე აღარ დავბრუნდები საპატრიარქოში

„მე არ დავბრუნდები საპატრიარქოში”, – ამის შესახებ „კვირას“ მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
პატრიარქის ყოფილი მდივანი პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მე არ დავბრუნდები საპატრიარქოში, აღარ დავბრუნდები, მე მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რაც შეეხება ლაშა ჟვანიას განცხადებას, მას შეუძლია გააკეთოს განცხადებები, მე კი საპატრიარქოში აღარ დავბრუნდები. პატრიარქის მდივნის შტატი თავისუფალია, იქ ბოტკოველი იქნება თუ სხვა, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის“, – აცხადებს “კვირასთან” მამა მიქაელ ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 თებერვალს, მამა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა, რომ მამა მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უწმინდესთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ჟვანიას განცხადებით, მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს და ეს არის მისი უწმინდესობა.
მისივე თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის პოზიციას ამ დრომდე ინარჩუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები