პარლამენტში დღეს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მსჯელობა გაგრძელდება

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე დეპუტატები მსჯელობას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააგრძელებენ. დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა შემუშავდეს სრულყოფილი კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.
„მზად ვარ, შევხვდე და მოვუსმინო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე კითხვა ან წუხილი, რათა მუხლობრივი განხილვის შემდეგ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო დახვეწილ და უკეთეს სტანდარტს შემოგვთავაზებს“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით – 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ- ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები