აზერბაიჯანში ზვავის ჩამოწოლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

აზერბაიჯანში ზვავის ჩამოწოლას 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო “აპა“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში, სოფელ ორატში მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის, ახლიმან მუსტაფაევის სახლი ზვავმა დაფარა. დაიღუპა მისი მეუღლე, რძალი და სამი ბავშვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები