მამა მიქაელ ბოტკოველი: შორენა თეთრუაშვილი ე.წ ციანიდის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის

პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
როგორც ჟურნალისტებს მამა მიქაელმა განუცხადა, შორენა თეთრუაშვილთან ოფიციალური მიმართვა მისი დაკითხვის თაობაზე ამ დრომდე არ შესულა.
“შორენა პასუხისმგებლიანი ქალბატონია. თუკი მასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ქალბატონი შორენა მზად არის, მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს ძიებას ამ საკითხში. ასევე მოიქცევა საპატრიარქოს ყველა მაღალი რანგის თანამშრომელი, თუნდაც ეს მე მეხებოდეს.
მეც მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა, თუ გამოძიებას ჩემ მიმართაც გაუჩნდება კითხვები. ამ დრომდე, ქალბატონ შორენასთან ოფიციალური მიმართვა მისი დაკითხვის თაობაზე არ შემოსულა. თუ პროკურატურის მხრიდან ასეთი მცდელობა იქნება, გიდასტურებთ საპატრიარქოს და ქალბატონ შორენას პოზიციას, ის, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.
მთავარ პროკურატურაში შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის თარიღს არ აკონკრეტებენ. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ყველა დაიკითხება, ვისაც კი საქმესთან კავშირი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები