აშშ-ის საელჩოს აფეთქების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი სამი პალესტინელი დააკავეს

  ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა სამი პალესტინელი დააკავა, ისინი, მთავრობის ცნობით, აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდნენ. პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორიზმში ეჭმიტანილები თავდასხმებს თელ-ავივში სხვა ობიექტებზეც გეგმავდნენ. გამოძიების მტკიცებით, პალესტინელები მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოქმედ დაჯგუფება ალ-ქაიდას წევრებთან თანამშრომლობდნენ. ერთ-ერთი დაკავებული აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობდა დანარჩენები კი ღაზის სექტორში. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ტერაქტის განხორციელებამდე ისინი სირიაში გამგზავრებას აპირებდნენ, სადაც ალ-ქაიდას წევრებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას რუსი ტურისტების პასპორტებით გეგმავდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამ ინფორმაციას ჯერ ვერ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები