„ველოდები ხვალინდელი დღის საოცრებას“ – როგორ შეაგროვა ათასამდე ხელნაწერი ლექსი ნინო სალუქვაძემ

ნინო1თითქმის ყველა საღამოზე შენიშნავთ, განსხვავებული, მხოლოდ მისეული ღიმილით. ასე გგონია, ყველას მასპინძელი და გულშემატკივარია…
ბოლო წლები კი, მწერლების ავტოგრაფებს აგროვებს… არ დარჩენილა რაიონი და სოფელი, უბრალო ხალხური მთქმელიც რომ გამორჩენოდეს…
ხომ ყველა იცნობს და უყვართ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იგი მრავალმხრივ ნიჭიერია – ხატავს, ქარგავს… მისი ფანტაზია ულევია…  – ნინო სალუქვაძის პერსონა.

– ბავშვობა – რამდენ ლამაზ ფერს იტევს, მშობლების სიყვარულში ყოფნა ხომ ფუფუნების ის ხარისხია, რომელიც არაფერს შეედრება.ნინო ქალი
თბილისში დავიბადე, მამა სამხედრო კომისარი იყო, დედა ცეკას გამომცემლობაში (მაშინ ასე ერქვა გამომცემლობა „სამშობლოს“)  წამყვანი სპეციალისტი იყო.
51-ე საშუალო სკოლა, რომელიც მაშინ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის იყო, დღემდე ისე მიყვარს და იმდენად ხშირად მიწევს სკოლასთან ავლა- ჩავლა, სულ თვალწინ მიდგას გარკვეული კადრები (ჩემმა შვილმაც ეს სკოლა დაამთავრა)… ჩემი დამრიგებელი ჩემი შვილის დარიგებელიც იყო.
ვფიქრობ, ჩემში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვიძებაში, მართლაც, უცნაური და კარგი როლი შეასრულა მაშინდელი ცეკას გამომცემლობის დირექტორმა, არ ვიცი, რა შენიშნა ჩემში… ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ვისაც უფლება მქონდა, სკოლის შემდეგ, გახანგრძლივებულში კი არ დავრჩენილიყავი, დედასთან მივსულიყავი. ცოტათი კი მზღუდავდნენ დერეფანში სეირნობასთან დაკავშირებით. მრავალი ნომენკლატურული პიროვნება დადიოდა და… თუმცა დედასთან ოთახში რომ შემოდიოდნენ, თითქმის ყველას ვიცნობდი.
როდესაც სკოლაში მივდიოდი, ხშირად მხვდებოდა  ცეკას მაშინდელი მდივანი ვასილ მჟავანაძე და ხელკავით სკოლისკენ ერთად მივდიოდით… მე უდიდესი ბაფთა მეკეთა. მას ფეხით სიარული უყვარდა, არც მოსახლეობასთან ურთიერთობას ერიდებოდა.16522215_370755903296242_1401545382_o
საუკუნის პოეტების კისერზეც კი ვმჯდარვარ და ჩემი შვილი მეხუმრება ხოლმე, სიარული არ იცოდიო?
იმ პერიოდის ყველა პოეტს და მწერალს ვიცნობდი. იოსებ ნონეშვილს, მორის ფოცხიშვილს, მიხეილ ქვლივიძეს, რომელთანაც სახლშიც კი დავდიოდი დედიკოსთან ერთად; მუხრან მაჭავარიანს, რომლის შვილებთან ერთადაც დასასვენებელი საგზურებით ხშირად ერთად გვიწევდა დასვენება…
…ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი ციხიდან ახალი გამოსული იყო… დასაბეჭდად გამზადებული მასალა მოჰქონდა ხოლმე გასასწორებლად და მე, ერთი ციცქნა რომ დავინახავდი, ისე მოვინუსხებოდი, თვალებში შეცქეროდი.
მრავალია გასახსენებელი…
 სტუდენტობა. რით იყო სამახსოვრო ის წლები?ყვავილები
– სტუდენტობა… გაუთვალისწინებლად განვითარდა მოვლენები… არ მოვინდომე სამედიცინო ინსტიტუტი, რომელიც გარშემომყოფების დაჟინებული მოთხოვნა იყო… ერთი გამოცდის უფლებით ჩავაბარე სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დავამთავრე, საავტორო დიპლომით.
ოჯახური ტკივილიან-უცნაურობებით განვითარებული მოვლენების შემდეგ, დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი… იმ დროისთვის უნივერსიტეტის რექტორმა დაუშვა გამონაკლისი და მეორე კურსზე განსხვავებული საგნების ჩაბარების შემთხვევაში შეიძლებოდა საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაბარება. მეგობრებს –  ჩემ გარშემო ფიზკულტურის ინსტიტუტი ჰქონდათ დამთავრებული და გადავწყვიტეთ, ყველას ერთად ჩაგვებარებინა… და ასე გავხდი მრავალდიპლომიანი.
ახალგაზრდობაში არის ჩადებული აღქმის და ათვისების დიდი რამ, ის ულამაზესი წლებია და ასე იქნება მრავალჟამიერ…
 ხელნაწერ ლექსებს აგროვებთწლების განმავლობაში უამრავ ავტოგრაფს მოუყარეთ თავი… ვფიქრობ, ათასამდე ავტოგრაფი მაინც იქნება…
– ვაგროვებ ხელნაწერ ლექსებს, დავდივარ საქართველოს რაიონებში… რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მთლიანად საქართველოს მასშტაბით  ხელნაწერი ლექსები არასოდეს შეუგროვებიათ. „ერთსულოვნებაზე“ გასულ სიუჟეტშიც აღვნიშნე, რომ ამ ყველაფერს ხელნაწერთა ინსტიტუტს გადავცემ, რომელიც ძალიან გამოადგება მომავალ თაობას, სპეციალისტებს მათზე მუშაობის საშუალება მიეცემათ…ბეთანია ნინო
 ქარგავთხატავთ კვერცხის ნაჭუჭით, წყალზე ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გქონდათ?
– სულ ციცქნამ ყაისნაღი ავიღე თუ არა, წინააღმდეგობა გამიწიეს, შეეშინდათ უფროსებს… მას შემდეგ ნელ-ნელა ხელოვნების ყველა სფეროს შევეხე, ნამუშევრები კი შთამომავლობას დარჩება. ასე მხოლოდ ხატვას ვერც გამოვყოფ. სულ ახლახან სუტაჟმა და ლენტებით ქარგვამ დამაინტერესა.
წყალზე ხატვით რატომ დაინტერესდით?
– წყალში ხატვა მხოლოდ ინტერნეტით მქონდა ნანახი და, როგორც კი საშუალება მომეცა, ვისწავლე. აუცილებელია, ნასწავლი პრაქტიკით და ცოდნით გააღრმავო..
ხელნაკეთი სამკაულები
– ხელნაკეთი სამკაულებიც ფანტაზიით და შრომით იქმნება…
 გოდერძი ჩოხელს ახლოს იცნობდით,  მეზობლები იყავით დიღომში
– „ჩემი გოდე“, – ზოგჯერ ასე შემოკლებით მივმართავდი. დედა წლების განმავლობაში მის წიგნებს გამოსაცემად ამზადებდა, ახლა და ახლა ვაანალიზებ მის სიტყვებს, შენ ადამიანები არ გიცნობენო… ჩემნაირი, რაღაცნაირი ხარ და ამიტომ შენ ჩემი უსისხლო და ხარ… ელისო ხომ სისხლით და არისო. მასზე მოგონებებს ნამდვილად ამ ფორმატში ვერ ჩავატევ. ჩვენს წარმატებულ წინაპრებს მხოლოდ სახელით მოიხსენიებდნენ. გ ო დ ე რ ძ ი – ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში. ის ძალიან დიდი ადამიანი იყო…
თითქმის ყველა საღამოს ესწრებითსამსახურიც გაქვთ და მაინც, როგორ ასწრებთ ყველაფერს?
–  ვერ გიპასუხებთ…
 ბედნიერებაველოსიპედი
– მე ახლაც ბედნიერი ვარ. გუშინდელი დღე წარსულია, დღევანდელი დღე საჩუქარი და ველოდები ხვალინდელი დღის საოცრებას… მთავარი მაინც ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და წარმატებებია.
ნინო სალუქვაძის ჰობი?
– ჰობი?.. როცა რაღაცას ვქმნი…
უამრავ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობთმინახავს, როგორ ურიგებთ საღამოებზე ფოტოებს იმ ადამიანებს, ვინც მასზეა აღბეჭდილი, საკუთარი სურვილით უბეჭდავთ მათ ამ ფოტოებს… ადამიანს გული გაუხარო, ცოტას არ ნიშნავს…. მაშინ, როცა ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაცივდა…
– ადამიანები ზოგჯერ ქველმოქმედების გამო კიდეც გვსაყვედურებენ. მერწმუნეთ, ვინც ჩემთაც ერთად ცხოვრების მონაკვეთები გაიარა, იციან, ადამიანების გახარება დიდ სიხარულს მანიჭებს. 16443563_370748233297009_2032185637_n
ახლობელ ადამიანს ხშირად უთქვამს: „გამჩენი ვერ გაჩერებსო”.
 ხშირად მოგზაურობთ, როგორც მომლოცველი
– რწმენა შენშია… ადამიანი თვითონ უნდა იყო სუფთა, ხატთან მიახლებისას ყოფითი ადამიანური სურვილებიც წინ მოდის. აქ შენ თვითონ უნდა შეძლო საკუთარი თავის შეცნობა. თხოვნას ჩემთვის თავისი ფორმის გამოხატულებითაც ენიჭება მნიშვნელობა.
მაძლიერებს შვილზე, შვილიშვილებზე, ოჯახის წევრებზე, მათ მომავალზე ფიქრი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები