გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბას თალებიფართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს. ხაზი გაესვა მნიშვნელოვნად გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აბას თალებიფარს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მას შემდგომი წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები