გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მარტში წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, თებერვლის ნაცვლად, სავარაუდოდ, მარტში გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათი ინფორმაციით, ამ თემაზე პარლამენტთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი პარლამენტი, როგორც წესი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 7 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, 8 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები