ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ინდოელი მეცნიერები ევერესტის სიმაღლის ხელახლა გაზომვას გეგმავენ
ნეპალში 2015 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ინდოელი მეცნიერები მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალის, ევერესტის სიმაღლის ხელახლა გაზომვას გეგმავენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ინდოელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის შედეგად ევერესტის სიმაღლე შეიძლება შემცირებულიყო.
როგორც ინდოეთის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა სვარია სუბა რაომ განაცხადა, მთის სიმაღლის გაზომვას 1 თვე დასჭირდება, ხოლო გამოთვლას კიდევ ორი კვირა. ექსპედიცია 2 თვეში იგეგმება.
ბოლო გამოთვლებით, ევერესტის სიმაღლე 8 848 მეტრს შეადგენს, თუმცა თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაციით, ნეპალის მიწისძვრის შემდეგ მისი სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდა.