დედამიწის მახლობლად ასტეროიდმა ჩაიქროლა 

დედამიწის მახლობლად ასტეროიდმა ჩაიქროლა, მისი დიამეტრი დაახლოებით 14 მეტრს შეადგენდა. ასტრონომებმა ციურ სხეულს 2017 BX-ის ნომერი მიანიჭეს. მან დედამიწას 261 ათასი კილომეტრით ჩაუარა. ასტეროიდის სიჩქარე საათში 26 ათას კილომეტრს შეადგენდა.
ასტრონომები იუწყებიან, რომ ამ ზომის ასტეროიდები დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. მსგავსი ტიპის ასტეროიდმა ჩვენი პლანეტის სიახლოვეს ერთი კვირის წინაც ჩაიქროლა. ის ასტეროიდი 10-სართულიანი სახლის ზომის იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები