თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: უცნაური გადაწყვეტილებაა ​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის მიერ სასამართლო რეფორმის კანონპროექტზე დადებულ ვეტოს უცნაური გადაწყვეტილება უწოდა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს.
„ძალიან უცნაური გადაწყვეტილება არის, იმიტომ, რომ ე. წ მესამე ტალღის ცვლილებების პროექტი, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება, არის მართლმსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი . ამ ცვლილებების დროულად მიღებას ელოდა და ამისკენ მოუწოდებდა პარლამენტს სრულიად საერთაშორისო საზოგადოება, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, უკვე ქვეყნის შიგნით. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ცვლილებები დროულად შევიდეს ძალაში და სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდინოს ის პოზიტიური გავლენა, რომელიც უნდა მოახდინოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისმჯელებთ იმ შენიშვნებზე, რომლებიც იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები