ქუთაისელმა მოსწავლემ იტალიის ლივორნოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის მ. ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების III კლასის მოსწავლემ, ბუბა ჩხიკვაძემ (პედაგოგი მარინა გურული), იტალიიის ქალაქ ლივორნოში, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, პირველი პრემია, გრან-პრი მოიპოვა (B კატეგორია).
ამ ინფორმაციას ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
როგორც „კვირას“ ქუთაისიდან აცნობეს, იტალიის ქალაქ ლივორნოში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული 120 შემსრულებელი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგების მიხედვით A, B და C კატეგორიებში უნდა გაცემულიყო პრემიები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბუბა ჩხიკვაძემ შეძლო B კატეგორიის პრემიის აღება მთელ კონკურსანტთა შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები