საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება

საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება.  ამის შესახებ გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან ამ მიზნით 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.

„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები