ანდრეი კლიუევი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს

  უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკივიჩმა ანდრეი კლიუევი უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის მდივნის პოსტიდან გაათავისუფლა,- ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე ბრძანების თანახმად, კლიუევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს დაიკავებს. ანდრეი კლიუევმა ამ პოსტზე სერგეი ლევოჩნიკი შეცვალა, რომელიც 17 იანვარს გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები