„თუ არ იშრომებ, ნიჭიც გაქრება“ – როგორ დახატა „მუსიკალური პეპელა“ ბელა ნავდარაშვილმა

 ბელა მასწავლებელი ოქროს ხელებით… – ასე იცნობენ მეგობრები. თბილისის N167 საჯარო სკოლაში უკვე იციან, რომ მას უზომოდ უყვარს ხატვა, თვითნასწავლი მხატვარია და  სხვადასხვა მასალას და ტექნიკას იყენებს… მის დახვეწილ, ორიგინალურ კომპოზიციებს მოუთმენლად ელიან ფეისბუქზე…
9 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა… საჯარო სკოლაში ასწავლის დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასი). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში კი სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელია, კათედრაზე – 17 წევრის ფასილიტატორი; სკოლის სამეურვეო საბჭოს მდივანი. – პედაგოგისა და მხატვრის, ბელა ნავდარაშვილის პერსონა.


16128838_1055204907919423_468862589_n
– 2014 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გადმოგცათ სერტიფიკატი საუკეთესო მოხსენებისათვის. მას შემდეგ სერტიფიკატს სერტიფიკატი მიემატა…
– 2014  წელს ვმონაწილეობდი მასწავლებელთა მეორე ეროვნულ კონფერენციაში – ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, რომ ჩემი საუკეთესო პრაქტიკა გამეზიარებინა კოლეგებისათვის, რადგან  ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და  სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში წარმატებულად შეფასდა დირექციის, კოლეგების და მშობლების მხრიდან…
შემდეგ იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ,,საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“;  მასწავლებლის სახლში გამართული მრავალი ტრენინგი, ასევე – პროფესიული განვითარების სხვადასხვა სემინარები, პროექტები, კონფერენციები, ვორკშოპები:,,მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა“;  „NATO – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“; ,,სასკოლო ქსელების განვითარება პროფესიული თანამშრომლობისათვის“, ,,კატასტროფების რისკის შემცირების საკითხების სწავლება“; ,,მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ: ევროპის დღეები 2016“; ,,სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“;  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,კინგსის“ ერთობლივი სემინარის სესიები; შეხვედრები „პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში“… და მრავალი სხვა.10714199_627916687314916_775474917108666460_o
– მათ შორის გამორჩეულია, თბილისში ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობისათვის ამერიკული აკადემიისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გადმოცემული სერტიფიკატიც… და მაინც, პედაგოგობა… რატომ გადაწყვიტეთ?
– ბავშვების უზომო სიყვარულმა და მათთან ურთიერთობამ განაპირობა. მოკლედ ვიტყოდი, მიყვარს ჩემი პროფესია…
– ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრეთ… სტუდენტობის წლები
– სტუდენტობის დროს საკუთარი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ ლექტორებს: ლეილა ჭეიშვილს, სოფიკო ლობჟანიძეს, ნანა მაჭარაშვილს, ნარგიზა კვანტალიანს, თამარ ტალიაშვილს დაპრაქტიკის ხელმძღვანელს მაია ჩინჩალაძეს. განსაკუთრებული მადლობა დედაჩემს, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა რომ მე მესწავლა.
9 წელია პედაგოგად მუშაობთ საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასი)… რით არის ეს წლები გამორჩეული?
– პროფესიული თვალსაზრისით ძალიან გავიზარდე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლი) მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობამ დიდი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში. ამ პერიოდში გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი: შესანიშნავი ბავშვები და მათი მშობლები, კოლეგები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (და არა მარტო საქართველოდან); ჩართული ვარ საგანმანათლებლო პროგრამა eTwinning-ში, სადაც უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობ და ვთანამშრომლობ სასწავლო პროექტებში, – ტრენერები. უღრმესი მადლობა ამ ადამიანებს, რადგან ბევრი რამ ვისწავლე მათგან.16117727_1055204394586141_16933962_n
 მონაწილეობთ სხვადასხვა პროფესიული განვითარების კონფერენციებსა და კონკურსებში, საგანმანათლებლო პროგრამებში და პროექტების, მუსიკალურლიტერატურული კომპოზიციების, სპექტაკლების ავტორიხართ. რომელ პროექტს გამოყოფდით?
– ჩემთვის თითოეული განსაკუთრებულია, რადგან ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, ამ ყველაფრის განსახორციელებლად.
როგორ მუშაობთ ბავშვებთან?
– სწვლების ეფექტურ მეთოდებს ვიყენებ, რათა სწავლა  სახალისო გახდეს მოსწავლეებისთვის და უფრო აქტიურად  ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.
 კარგად უკრავდით ფორტეპიანოზე, შვიდწლედიც დაამთავრეთ, ცეკვაც გიტაცებდათბავშვობაში მხატვრული კითხვის კონკურსებშიც მონაწილეობდითდა მაინც, პედაგოგობა არჩიეთ, რატომ?
– სწორედ ამიტომ ავირჩიე პედაგოგობა. ჩემი აზრით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ძალიან ბევრ უნარ-ჩვევას უნდა ფლობდეს, რათა მოსწავლეებსაც ასწავლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება.15894437_1046655205441060_2029777201903277962_n
ხატვა და პოეზია მაინც გამორჩეულად გიყვართ დაძაბული დღის რეჟიმის პირობებში, როდის ახერხებთ ხატვას?
– ხატვა ჩემთვის  განტვირთვაა. მამხნევებს მეგობრების დადებითი შეფასებები. ვცდილობ, ნახატებით ადამიანებს სასიამოვნო განწყობა შევუქმნა.
 ბალერინების დახატვა გიყვართ
– ძალიან მიყვარს ჰაეროვანი  ბალერინების ცეკვა და სიმფონიური მუსიკის ჯადოსნური ჰანგები… ძალიან მიყვარს ,,გედების ტბა”.
– „პოლიფონია და ჰაეროვნება ერთად იგრძნობა, თითქოს ჩამესმის კიდეც, გმადლობთ… აი, ასე მეც მინდა ფარფატი“… – წერენ თქვენს ფეისბუქზე. როგორ შეიქმნა ორიგინალურად დახატული, მართლაც, „მუსიკალური პეპელა“?
– მხატვარმა, ქალბატონმა ეკა ფერაძემ  ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატრებს გაგვიკეთა საჩუქარი, მიგვეღო მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც გაიმართა არტგალერეა „ვაკეში“. დიდი მადლობა მას, ამ არაჩვეულებრივი და მეტად შთამბეჭდავი საჩუქრისთვის. ძალიან ბედნიერი ვიყავი და საგამოფენოდ შევქმენი ,,მუსიკალური პეპელა“, რომელიც გავაფორმე ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მუსიკალური ნაწარმოებით.
– ნოტებით ამოიცნეს კიდეც ბეთჰოვენი… და კომენტარმაც არ დააყოვნა: „ბეთჰოვენის მუსიკა მხატვრობაში პეპლის ეფექტს ქმნის… ძალიან საინტერესოა“…  ეტყობა მუსიკის ფონზე გიყვართ ხატვა14681011_967318983374683_4180148021374205647_o
– დიახ, ხატვის პროცესში ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, ბეთჰოვენს, ბახს, მოცარტს, შტრაუსს, შუბერტს და სხვა კლასიკოსებს.
რაც შეეხება მუსიკას, დავამთავრე შვიდწლედი და ვუკრავ ფორტეპიანოზე, მიყვარს ცეკვაც. დავდიოდი სტუდია ,,თელაში“ სამეჯლისო და ლათინო-ამერიკული ცეკვების შესასწავლად. ქართულ ცეკვის შესასწავლად მოყვარულთა ჯგუფში.
– მონაწილეობდით საქველმოქმედო პოეზიის საღამოში და, სხვა ავტორებთან ერთად, თქვენი ერთი ლექსი შევიდა „სიკეთის წიგნში“…
– ვმონაწილეობდი საქველმოქმედო საღამოში და ჩემი ლექსი ,,ნაკვალევი“ დაიბეჭდა ,,სიკეთის წიგნში“. ასევე, სტუდენტობის დროს ლექსი ,,ნიღაბი“ უნივერსიტეტის გაზეთმა გამოაქვეყნა. ბავშვობაში მხატვრულად ლექსების კითხვა მიყვარდა და კონკურსებზეც გამოვსულვარ… პოეზიის საღამოებისთვის დრო არც ახლა მენანება.
– დღე, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ
– გამიჭირდება ერთ დღეზე საუბარი…
რომანტიკოსი ხართ თუ რეალისტი?
– რომანტიკოსიც ვარ და რეალისტიც. ვცდილობ, შევინარჩუნო ბალანსი.
– რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად  ნიჭი, შრომა თუ მიზანსწრაფვა?
– შრომა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ არ იშრომებ, ნიჭიც გაქრება და მიზანსწრაფვაც.
რას ეტყოდით თქვენს მოსწავლეებს?ბელაა
– ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ ბედნიერ დღეებს…

…საინტერესოა ბელა ნავდარაშვილის ინტეგრირებული პროექტები: მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციები და სპექტაკლები: ,,თოვლის დედოფალი“; „ჩვენი სამშობლო საქართველოა!“; „ვუმღერ სამშობლოს“; ,,წელიწადის დროთა რინგი“; ,,პლანეტების აღლუმი“; ,,წუნა და წრუწუნა“…
ამავდროულად, უყვარს ცურვა. სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა უნივერსიტეტებს შორის შეჯიბრში და თბილისის მერიის მედალი და სიგელი გადაეცა.
ვიდრე ეს ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა, ბელა ნავდარაშვილმა კიდევ ერთი კეთილი საქმის შესახებ დაწერა ფეისბუქზე: საქველმოქმედო მიზნისთვის შექმნილი მისი ახალი ნახატი ვიხილეთ… მეგობარ ქალბატონს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება სჭირდებოდა და… ბელამ არ დააყოვნა.
მარტში კი დედის დღესთან დაკავშირებული ლამაზი საღამოსთვის ემზადება, სადაც მიიწვევს თანამედროვე პოეტებს და მათ ლექსებს თავისი მოსწავლეები წაიკითხავენ…

თამარ შაიშმელაშვილი

15196077_1007376726035575_8722898850172099019_o

16128099_1055200724586508_450236473_n

402734_188203241286265_1832395821_n

15540801_1028870247219556_5136038275993310213_o15895509_1049551351818112_2958915916190693859_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები