11 წლის დრამერი, რომელმაც ლაპარაკზე ადრე სიმღერა დაიწყო (ფოტოკოლაჟი, ვიდეო)

11 წლის „მოსიარულე დრამერია“. იშვიათი მუსიკალური სმენის აღმოჩენისთანავე მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში შეიყვანეს. 5 წლიდან კი უკვე მუსიკალურ ბენდში უკრავს… და წარმატებული დრამერია. – თეგა დუშუაშვილის პერსონა.

%e1%83%97%e1%83%94%e1%83%92%e1%83%90„მე თვითონაც ვმღერი 5 წლიდან და ჩემი გენი გამოჰყვა“, – ამბობს თეგას დედა, თაკო თანანაშვილი, რომელიც მრავალი სიმღერის კონკურსის, მათ შორის სატელევიზიო შოუ „იმედის ტალღის“ მონაწილეა. ასევე, გრან-პრის მფლობელი…
„ლაპარაკზე ადრე დაიწყო სიმღერა. სიტყვები არ იცოდა, რომ უკვე სმენადობა ჰქონდა განვითარებული, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ექოსკოპიის გადაღებისას, კარდიოგრამას ამოწმებდნენ… ექიმმა მუცელზე დამარტყა, ამოწმებდა ბავშვის რეაქციას, უცებ მეკითხება, ოჯახში ვინ მღერით, ვის აქვს სმენაო… გამიკვირდა, მე მაქვს-მეთქი… საიდან იცით-მეთქი?  ვკითხე და მიპასუხა, – რა ბგერებიც დავარტყი, იგივე საპასუხო ბგერა წამოვიდაო. ხუთივე დარტყმას ბავშვმა ხუთჯერ უპასუხა იქიდანო. ასე რომ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თეგას დაბადებიდანვე დაჰყვა მუსიკალური სმენა.
შემდეგ, როგორც გითხარით, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მანამდე მღეროდა და ღიღინებდა.  100-პროცენტიანი სმენა ჰქონდა და გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ეს სმენა… 5 წლის ასაკში შევიყვანეთ მუსიკალურში, თავიდან ვიოლინოზე, შემდეგ დრამზე… დრამი ორკესტრის, ინსტრუმენტების საძირკველია. დრამსაც და ვიოლინოსაც 100-პროცენტიანი სმენა სჭირდება.15942174_1308028795929690_1203141761_n
„დრამსქულის“ ხელმძღვანელს ძალიან მოეწონა მისი მუსიკალური მონაცემები და პირველი წარმატებებიც მალევე ჰქონდა… არის „დრამ სქულის“ წარმატებული წევრი, სადაც მისი ხელმძღვანელი გიორგი ვართანოვი (დიდი მადლობა მას) მოტივირებულია, დაასაქმოს და მისცეს მიზანდასახული მიმართულება წარჩინებულ მოსწავლეებს, ასე დაასაქმა თეგა.
„უშუალოდ „დრამსქულის“ ხელმძღვანელი გიორგი ვართანოვი ხელს უწყობს და ეხმარება მას წარმატების მიღწევაში“, – ამბობს თეგას დედა.
ხელმძღვანელის  სურვილით და რჩევით, 9 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა სადღესასწაულო ცენტრში, სადაც გამოდიოდა ნომრით „ტამ-ტამ შოუ“.  ჰქონდა ოფიციალური ხელფასი.
მუსიკალური ბენდის „მოსიარულე დრამერებში“ ყველა ასაკის 30 ადამიანია გაერთიანებული,  რომლებიც მუსიკალურად აფორმებენ ღონისძიებებს, მსვლელობებსა და აქციებს… „ნიჭიერშიც“ გამოვიდნენ და ნახევარფინალისტები გახდნენ…
ამჟამად თეგას მრავალი მიწვევა აქვს და ხელფასსაც იღებს… ამავდროულად, 24-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა…
– „დრამსქულიდან“ მიწვევა აქვთ ძალიან ბევრ კონცერტზე და გასართობ დღესასწაულებზე (ახალი წელი, კორპორატიული საღამოები, დაბადების დღეები…). ეს არის ფასიანი მიწვევები,  სპონსორები თანხას იხდიან და ჩვეულებრივ იღებს ხელფასს. შეიძლება ხანდახან ჩემზე მეტი ხელფასიც კი გამოუვიდეს (იღიმის…)
პირველად აღებული ხელფასით შეიძინა პროდუქტები, გაჭირვებულთა დასახმარებლად.
სახლში გვაქვს პროფესიონალური ტამტამი, თეგა თვითონ აწყობს მუსიკას, სხვადასხვა კომპოზიციას…
უკვე იმდენად აქვს გამჯდარი მუსიკისა და რითმის შეგრძნება, რომ ასეთი კურიოზიც შეემთხვა: გაკვეთილზე აიღო ფანქრები და ურტყამდა, მასწავლებელი გადაირია. ან დატოვე კლასი, ან ჩამაბარე ფანქრებიო…15966430_1308125849253318_1429469890_o
არის საოცრად ცელქი, ამას წინათ ხელიც კი მოიტეხა, თუმცა ნიჭიერია და მინდა ეს ნიჭი სწორი მიმართულებით გამოიყენოს.
– პირველად როდის გამოავლინა, რომ  დრამერობისადმი ლტოლვა ჰქონდა…
– ბავშვობიდანვე ხან სახაზავებით, ხან ფანქრებით, თითებითაც გამოხატავდა მოძრაობებს, ვატყობდი, ადრევე ჰქონდა ეს მოწოდება და ლტოლვა…
ერთხელ ხელმძღვანელმა გვითხრა, მიწვევის თანახმად, მივსულიყავით ადგილზე: თეგა, წაიღე შენი ტამტამი და შეუდექი მუშაობასო… წაიღო ტამტამი, ჩართეს მუსიკა და თვითონვე ააწყო მელოდია. რა მუსიკასაც ჩაურთავ, უცებ თავისი ინტერპრეტაციით შეუძლია კომპოზიციის აწყობა… და რითმში შეწყობა.
შემდეგ, რამდენჯერმე საქორწილო პროგრამებშიც მიიწვიეს…
„სმენით აწყობს კომპოზიციებს… გიტარა, ბასგიტარა, სტრინგი, ორღანი… ერთხელ მომასმენინა კომპოზიცია და სერიოზული მუსიკოსის დაწერილი ელექტრონული მუსიკა მეგონა“… – ამბობს დედა.
მომღერლებიდან თეგას ბრუნო მარსის ჯგუფი მოსწონს.15995690_1308033889262514_1160184443_n
თაკო თანანაშვილის თქმით, თეგა მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევა.
„8 წლის იყო, როდესაც მთხოვა მანქანის გასაღები… მივეცი გასაღები, რამდენიმე წუთში მითხრა, გავსულიყავი ქუჩაში და მენახა, თუ როგორ ატარებდა მანქანას, თვალებს არ ვუჯერებდი, ისე ოსტატურად დაჰყავდა მანქანა“…
„დრამ სქულის“ გარდა თეგა დუშუაშვილი კალათბურთზე და წყალბურთზე დადის… 10 წლის იყო, როდესაც ზურგით ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და შემდეგ მშობლებმა გადაიყვანეს სპორტულ ჯგუფში – წყალბურთზე.
დედის თქმით, „ფანტასტიკურად თამაშობს ბილიარდს“, შესანიშნავად იცის თხილამურებით და ფიგურული სრიალი…
უყვარს უცხო ენები, ინგლისური და რუსული, ოქსფორდის სკოლაში 2 წლის განმავლობაში სწავლობდა და ყოველი კვირის დასასრულს სერტიფიკატს აძლევდნენ. თეგა დუშუაშვილი წარმატებული „კვირის სტუდენტი“ იყო.
თაკო თანანაშვილის და მიშა დუშუაშვილის ოჯახში თეგას და – 2 წლის თაიაც იზრდება. მამა პროფესიით ისტორიკოსია.
როცა შევიკრიბებით სახლში, ან სადაც რეპეტიციები მიმდინარეობს, იქ ვმღერით სამ ხმაში, ყველა, მამის გარდა… თაიასაც განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი აქვს: „თაია, მე მგონი, ყველას გვაჯობებს“, – ამბობს დედა ღიმილით.%e1%83%94%e1%83%a1
თეგა კი ძალიან მზრუნველი ძმაა. ახლობელი ადამიანებისთვის დროის გამოსანახად ყოველთვის მზადაა. მისი საუკეთესო მეგობარი დეიდაშვილი ბიბი მაჩიტაძეა, რომელიც რაგბიზე დადის, მეგობრებს უხარიათ ერთად ყოფნა.
ისღა დაგვრჩენია, თეგას ახალ-ახალ წარმატება ვუსურვოთ დრამერობის საინტერესო გზაზე, ნიჭისა და შესაძლებლობის განვითარება და გაძლიერება…

თამარ შაიშმელაშვილი


1
15967568_1308080802591156_1414083735_o
15967677_1308039592595277_693386869_o

15967513_1308076879258215_1469016828_o

15978767_1308087065923863_1324573656_n

15942351_1308032059262697_435307761_n

  1909271_647883615342480_8011916216888860778_o

15991532_1308075205925049_980646816_o15978157_1308149749250928_2059609210_n

fb_img_1448134075577-2

15966653_1308148535917716_827793693_o

15967705_1308149172584319_1280553846_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები