„2014 – წიგნიერების წელი"

  24 იანვარს, 13 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გამომცემლობა “დიოგენე” პროექტის „2014 – წიგნიერების წელი” შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. შეგახსენებთ, 2013 წლის 21 ნოემბერს, გამომცემლობა „დიოგენეს” ინიციატივით და მხარდამჭერი ორგანიზაციების მონაწილეობით, დაიწყო კამპანია, რომლის ამოცანა იყო საქართველოში 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადება. ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ პეტიციაზე 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. საქართველოს მოქალაქეები პეტიაციას ხელს აწერდნენ: უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პეტიციაზე ხელმოწერები ელექტრონულადაც შეგროვდა. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი წიგნი, სადაც თავმოყრილია პროექტ ,,2014 – წიგნიერების წლის” მხარდამჭერთა ხელმოწერები. კამპანიის ფარგლებში გამომცემლობა ,,დიოგენემ” გამოაცხადა წიგნიერების წლის ლოგოს კონკურსი. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პრესკონფერენციაზე გამოცხადდება კონკურსის შედეგები და კომპანია “ბილაინი” გამარჯვებულს გადასცემს ფულად პრემიას – 500 ლარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები