კობა კობალაძე: გაცილებით მეტი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე „დაბოლილი“ სიარულია
“ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ ჯანმრთელები და ჯანსაღები, ვიდრე „დაბოლილები“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ განაცხადა.
პარლამენტის წევრი ნარკოპოლიტიკის თემას ეხმაურება და თვლის, რომ სახელმწიფომ ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით პრევენციული ზომების გატარების დროს.
„მე ვთვლი, რომ ადამიანი, ვინც არის ამ სენით – ნარკომანიით დაავადებული, უნდა იქნას განკურნებული, თუმცა ღმერთის წყალობით, ყველას ჰყავს შვილები და გვინდა, რომ ეს შვილები ჯანმრთელები და ჯანსაღები გავზარდოთ. წარმატებული სახელმწიფოს შენების საფუძველი ჯანსაღი მომავალი თაობაა. გაცილებით მეტი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე „დაბოლილი“ სიარულია. ნარკოპოლიტიკის გატარების დროს, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველაფერი, მათ შორის, უნდა ვიყოთ ორიენტირებული შედეგებზე“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.