აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს – რას აცხადებს შუახევის გამგებელი

აჭარის მაღალმთიანეთში დიდთოვლობის გამო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების შიდასასოფლო გზების ნაწილი ჩაკეტილია.
როგორც “კვირას“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განუცხადა, ამ დროისთვის გაწმენდილია იმ სოფლებამდე მისასვლელი გზები, სადაც მიცვალებულები და მძიმე ავადმყოფები იმყოფებიან.
“მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მიცვალებულია, ასევე ერთ-ერთ სოფელში ოპერაცია დასჭირდა მოქალაქეს და უკვე გაწმენდილია ის მისასვლელი გზები. მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. გაწმენდითი სამუშაოები. პირველ რიგში. იწყება იმ სოფლებში. სადაც მსგავსი ვითარებაა“, -განუცხადა “კვირას“ ტარიელ ებრალიძე.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის 4000 აბონენტიდან ამ დროისთვის დაახლოებით 300 აბონენტს არ მიწოდება ელექტროენერგია. გამგებელი „ენერგო -პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენელების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აბონენეტებს ელექტროენერგია 18:00 საათამდე აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები