ლვოვის გუბერნატორმა ოლეგ სალომ თანამდებობიდან გადადგომა გადაიფიქრა
რამდენიმე საათის წინ გადამდგარმა ლვოვის გუბერნატორმა ოლეგ სალომ თანამდებობიდან გადადგომა გადაიფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, განაცხადა, რომ წასვლას სულაც არ აპირებს, და რომ განცხადება წასვლის შესახებ მან შენობაში შეჭრილი დემონსტრანტების მუქარის ქვეშ დაწერა. სალოს თქმით, აქტივისტები მას ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ოლეგ სალო პრეზიდენტ იანუკოვიჩს სთხოვს, რომ მის მიერ დაწერილი განცხადება არამოქმედად მიიჩნიოს. „მე ვიყავი და ვრჩები პრეზიდენტის ერთგული და ვიზიარებ მის სახელმწიფოებრივ პოზიციას“, – განაცხადა ოლეგ სალომ. შეგახსენებთ რომ, ლვოვში ევრომაიდნის ადგილობრივმა მხარდამჭერებმა ადმინისტრაციის შენობა ალყაში მოაქციეს, ლვოვის გუბერნატორმა კი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.