ფულე და ეშტონი უკრაინაში ჩავლენ

  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი მომდევნო კვირას კიევში ჩავა. ინფორმაციას ევროკომისიის წარმომადგენელი ოლივიე ბაილი ავრცელებს. მისივე თქმით, ეშტონის ჩასვლის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ სატელეფონო საუბრისას აცნობა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს. კიევს ასევე ეწვევა ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე. მისი ვიზიტი უკრაინაში 24-25 იანვარს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები