ინდოეთში 20 წლის გოგონა სოფლის უხუცესების ბრძანებით 12-მა მამაკაცმა გააუპატიურა

  ინდოეთის დასავლეთის შტატ ბენგალიაში 20 წლის გოგონა, სოფლის უხუცესების ბრძანებით, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ამის მიზეზი ქმრისადმი გოგონას დამოკიდებულება აღმოჩნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის – სოფლის საბჭოს თავმჯდომარეც.
ცნობილია, რომ ძალადობაში 12 ადამიანი მონაწილეობდა. გოგონა შემთხვევიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ტრაგედიასთან დაკავშირებით მიღებული მკაცრი ზომების მიუხედავად, დანაშაულის დონე და ქალთა მიმართ დისკრედიტაცია ინდოეთის ღრმად პატრიარქალურ საზოგადოებაში კვლავ მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები