რა კავშირი აქვს პროკურატურაში ფულის „გათეთრების“ სქემასთან დავით საყვარელიძის დედას – მადონა ჭეიშვილს

“ადეიშვილის ერთ სიტყვას – მომაშორეთ! – ადამიანის ბიოგრაფიები ეწირებოდა“ – აცხადებს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ადვოკატი დიმიტრი ალექსიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუში.
დიმიტრი ალექსიძე გამოცემასთან წარსულს იხსენებს და „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ პროკურატურას ფულის გათეთრებაში ამხელს. როგორც ადვოკატი აცხადებს, მან 1997 წელს საქართველოში პირველი არბიტრაჟი დააფუძნა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პროკურატურის სისტემაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დიდძალი ფული ტრიალებდა, რომელსაც შემდგომ „ათეთრებდნენ.“
„ციხეში ამომაყოფინეს თავი, რადგანაც უნებურად ნაციონალების აპრობირებული სქემა გავშიფრე: პროკურატურაში თავს იყრიდა კანონსაწინააღმდეგო წესით მიღებული დიდძალი ფული, რომელსაც „გათეთრება“ სჭირდებოდა. ამ საქმის ხელმძღვანელი ნაციონალების საყვარელი პროკურორი დავით საყვარელიძის დედა მადონა ჭეიშვილი გახლდათ. სქემა მარტივი იყო: თავს უყრიდნენ რამდენიმე უპოვარ ადამიანს, რომლებიც იპოთეკარების ნიღბით პროკურატურის დიდძალ თანხას „გაასესხებდნენ“. ცოტა ხნის შემდეგ დგებოდა საკითხი, რომ ის ვიღაც ფულს ვერ აბრუნებდა, მისი ქონება კი აუქციონზე გაჰქონდათ. ნაცების მოწყობილ აუქციონზე ფული თეთრდებოდა და მათსავე ანგარიშებზე ჯდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ საუბარი ძალიან დიდ ფულზე იყო! ამ მაქინაციის გაშიფვრისას კვალმა პროკურატურამდე რომ მიმიყვანა, ადეიშვილს უყვირია – დაიჭირეთ, მაგის დედაცო, და გლდანის ციხეში შემაგდეს. ახლა მეცინება, მაგრამ ფაქტია, რომ 2009 წელს ვერაფრით მივხვდი, ციხეში რა მინდოდა, მე ხომ მართალი ვიყავი. ბრალდება წამიყენეს, არბიტრაჟის მიერ საბუთების გაყალბება, რითაც თურმე მოქალაქე ფინანსურად ვაზარალე, ანუ სრული აბსურდი. ციხეში ყველაფერი ვნახე – მეგობრის ღალატი, შეურაცხყოფაც, ტკივილიც, სასოწარკვეთაც და გაგიჟებაც კი. ვინც ნაციონალებს უბრალოდ გზაზე გადაურბინა, ყველა ერთად ვიყავით. კამერაში რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ზაზა ჩიჩუა გავიცანი, რომელიც პროკურატურის შენობას აშენებდა და თავიდან მოიშორეს. „რადიაქტიური ნივთიერების იმპორტისათვის“ დაჭერილი იყო ყოფილი „ასობის“ უფროსი ვაჟა კაპანაძე, არადა სინამდვილეში ეს რადიაქტიური ნივთიერება მიწით სავსე ბოთლი აღმოჩნდა, რომელიც მანქანაში ჩაუგდეს, ადეიშვილის ერთ სიტყვას – „მომაშორეთ!“ ადამიანების ბიოგრაფიები ეწირებოდა. ეს იყო უჭკვიანესი, მაგრამ უბინძურესი ტვინის ადამიანი, რომლის სახელსაც პატიმრები ხმამაღლა არ ამბობდნენ,“ – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ალექსიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები