ტრამპი: რვა ქალი მომიტინგე, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ დასჯიან

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

ახლახან შემატყობინეს, რომ რვა ქალი მომიტინგე, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ დასჯიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაკავებულებიდან ოთხი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ოთხს ერთთვიან პატიმრობას მიუსჯიან.

„ძალიან კარგი ამბავია! ახლახან შემატყობინეს, რომ რვა ქალ მომიტინგეს, რომლებიც დღეს საღამოს ირანში სიკვდილით უნდა დაესაჯათ, აღარ დასჯიან. ოთხი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ოთხს ერთთვიან პატიმრობას მიუსჯიან. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ირანმა და მისმა ლიდერებმა პატივი სცეს ჩემს თხოვნას, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, და შეწყვიტეს დაგეგმილი სიკვდილით დასჯა“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები