მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა

„მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ,  ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მულტიდისციპლინური გუნდის შექმნის საკითხი, რეალურად, გადაწყვეტილია – მუშაობა გაგრძელდება ექიმებთან და კლინიკებთან, რომლებიც პოტენციურად სამინისტროსთან ითანამშრომლებენ.

„რა თქმა უნდა, ექიმებთან გაგრძელდება შეხვედრები, არავითარი კონსპირაცია ამაში არ არის. ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა, მათ შორის, ამ ექიმების მიმართ, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ვისაუბრეთ იმაზე თუ რომელი სპეციალობის ექიმები უნდა იყვნენ ჩართული ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში. პაციენტს ვერცერთ შემთხვევაში ვაიძულებთ, რომ ერთ რომელიმე კლინიკაზე იყოს მიბმული და სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეს. აქ არის საუბარი როგორც არჩევანით კლინიკასთან და სპეციალისტებთან წვდომის შესაძლებლობაზე, ისე – გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. ამ შეხვედრებზე არაერთხელ ითქვა და ვისაუბრეთ, რომ ვფიქრობთ, უცხოური გამოცდილების გასაზიარებლად, აქ სპეციალისტების ჩამოყვანას ან აქაური სპეციალისტების გაგზავნას. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ერთადერთი იშვიათი დაავადება, რამდენიმე ათეულია ასეთი დაავადება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები